სასწავლო პროექტი


1  პროექტის სახელწოდება _  გაინტერესებთ დინების სიჩქარე?

2 პროექტის მთავარი იდეა _ მდინარის დინების სიჩქარის განსაზღვრა.

3 პროექტის აქტუალობა _ ისწავლიან დინების სიჩქარის განსაზღვრას.

4 პროექტის მიზნები _ შეძლონ მდინარის დინების სიჩქარის განსაზღვრა.

5 მონაწილეთა ასაკი _ 10-11 წელი.

6 ვადები და ხანგრძლივობა _ 3 დღე.

7 მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები რაც შეძლება შეიქმნას _ გადაიღებენ ფოტოებს და გამოვუშვებთ კედლის გაზეთს.

8 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები _ პროექტზე მუშაობისთვის საჭირო მასალაა ქვა,  წამზომი,  ალამი, ტივტივა-ქაღალდის ნავი

9 პროექტის მსვლელობა:

ნაბიჯი 1 _ დადე მდინარის პირას  ქვა, გადათვალე ქვევით დინების მიმართულებით 15 -20 ნაბიჯი  და მეორე ქვაც დადე. 

ნაბიჯი 2 _ აიღე წამზომი და დადექი პირველ ქვასთან,  ხოლო მეგობარი, რომელსაც ხელში აღმართული ალამი უჭირავს მეორე ქვასთან დადგეს. 

ნაბიჯი 3 _ გადააგდე მდინარეში დინების საწინაამღდეგო მიმართულებით ტივტივა -ან ქაღალდის ნავი ისე რომ შენგან მოშორებით ზევით ჩავარდეს წყალში.

ნაბიჯი 4 _ როცა წყლის დინება ტივტივას ქვევით ჩამოიტანს და იგი შენს გასწვრივ აგმოჩნდება, ჩართე წამზომი. იმ დროს ტივტივა, როცა შენი მეგობრის გასწვრივ აღმოჩნდება მეგობარი ალამს დაუშვებს და სწორედ ამ  მომენტში უნდა გამორთო წამზომი. შენ გაიგებ დროს, რა დროც დასჭირდება ტივტივას პირველსა და მეორე ქვას შორის მანძილის დასაფარავად. 

ნაბიჯი 5 _ მეტრიანით გაზომე მანძილი პირველსა და მეორე ქვას შორის.  გაიხსენე სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულა და განსაზღვრე  მდინარის დინების სიჩქარე.

10  საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი   _  ბუნება

11 პროექტის ხელმძღვანელი  _ იოსებ  მექვაბიშვილი

12  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: iosebmeqvabishvili@gmail.com

No comments:

Post a Comment